• თავფურცელი
  • სიახლეები
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სახელმძღვანელოები
    • სპორტი
    • მუსიკა
  • en

მუსიკა 1-2 კლასები

July 11, 2018
by admin
Comments are off
mus1mas   mus2mas             I  და II კლასებში  მუსიკის, როგორც საგნის სწავლებაში არ არის გათვალისწინებული მოსწავლის წიგნი  და სამუშაო რვეული, ამდენად მასწავლებლის წიგნს უნივერსალური ფუნქცია ეკისრება. მასში დეტალურად არის გაწერილი ყოველი გაკვეთილის მსვლელობა განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, რაც პედაგოგებს სამუშაო პროცესს გაუადვილებს.  იმისათვის, რათა გაკვეთილებზე უზრუნველვყოთ თვალსაჩინოების გამოყენება, I  და II კლასების მასწავლებლის წიგნებს დართული აქვს ფერადი დანართი ილუსტრაციების სახით. დანართში  მითითებულია, რომელ გაკვეთილზე რომელი ილუსტრაცია უნდა იქნეს გამოყენებული. სახელმძღვანელოებს ახლავს მდიდარი აუდიო და ვიდეომასალა. ყოველი გაკვეთილისათვის გამიზნულია ცალკეული ელექტრონული საქაღალდე. საქაღალდეები დანომრილია და დასათაურებულია  გაკვეთილების მიხედვით. საქაღალდის გახსნის შემთხვევაში მასწავლებელი იხილავს კომპიუტერულ პროგრამებში (LMMS, AUDACITI) უკვე გამზადებულ და დამუშავებულ აუდიო და ვიდეომასალას ამავე გაკვეთილის აქტივობების შესაბამისად. მუსიკის I  და II კლასების  მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნები ითვალისწინებს დამიესადაგება  მუსიკის ახალი სტანდარტის მითითებებს, რომლებიც თანმიმდევრულად და ლოგიკურად არის გადმოცემული სახელმძღვანელოებში. I კლასში წარმოდგენილია სტანდარტით გათვალისწინებული სამი სასწავლო თემა:  1. ხმების მრავალფეროვნება; 2. ყოფითი საგნები მუსიკაში; 3. თამაშები მუსიკაში, ხოლო II კლასში განხილულია ოთხი სასწავლო თემა:  1.  ცხოველები მუსიკაში;   2. ბუნებრივი მოვლენები მუსიკაში;   3. წვეულებები და დღესასწაულები სახლში და გარეთ;   4. სხვადასხვა ხალხის დღესასწაულების მუსიკა. ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შემაჯამებელი გაკვეთილები შესაბამისი შეფასების რუბრიკებითურთ. სახელმძღვანელოები ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ გარემოს შეცნობას და განსხვავებული საშუალებებით მისი მხატვრული ასახვის აღქმას. მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით სახელმძღვანელოებში დამყარებულია საგანთაშორისი კავშირები სხვა სასწავლო დისციპლინებთან (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება და სხვ.). სახელმძღვანელოები ორიენტირებულია კეთებით სწავლებაზე. დიდი ადგილი ეთმობა  მოსწავლეთათვის ახლობელ და საინტერესო პრაქტიკულ აქტივობებს: სურათების დათვალიერება, მათი აღწერა და თანმიმდევრობით დალაგება, მსგავსება-განსხვავების გამოვლენა, სურათების მისადაგება აბსტრაქტულ მუსიკალურ სახეხატებთან; ზღაპრების, მოთხრობების მოსმენა და შეთხზვა, მოსმენილი  ზღაპრებისა და მოთხრობების გახმოვანება და მუსიკალური გაფორმება; მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოისმენენ მათი ასაკისათვის შესატყვის მუსიკალურ ფრაგმენტებს. სახელმძღვანელოები საშუალებას აძლევს მასწავლებელს გამოიყენოს მოსწავლეთათვის  ადვილადმისაწვდომი სხვადასხვა ტიპის ქმედებები, რათა არ მოხდეს მათი ინტერესების, აქტიურობისა და ყურადღების დაქვეითება. გონებრივ აქტივობას ენაცვლება პრაქტიკული საქმიანობა: მოთელვითი რიტმული სავარჯიშოები, სიმბოლოების ხატვა, სიმღერა, როლური თამაშები, მუსიკალურ-ინტონაციური სავარჯიშოები და სხვ.
About the Author
გაზიარება
  • google-share
  • მხატვრული ლიტერატურა
    • პოეზია
      • სერია “ახალი ლიტერატურა”
    • პროზა
      • სერია “ახალი ლიტერატურა”
  • დოკუმენტური პროზა
    • სერია “ილუსტრირებული ბიოგრაფიები”
  • ბიოგრაფიული რომანი
  • საბავშვო ლიტერატურა
  • მსოფლიოს საბავშვო ბესტსელერები
  • სახელმძღვანელოები
    • სპორტი
    • მუსიკა
  • საჩუქარი პეგასისგან
  • ლიტერატურული კონკურსები
  • თარგმანები
  • სხვადასხვა
  • ფასდაკლების აქციები
  • ავტორები
  • ფოტო ალბომი
  • ვიდეო კოლაჟი
 

შემოგვიერთდით

  • შპს “გამომცემლობა პეგასი”

    მის: ქ. თბილისი, ე.მაღალაშვილის ქ. #5 ტელ: 232 09 78, მობ: 597 029 034 ფოსტა: bookpegasus[at]gmail.com

    კატეგორიები

    • მხატვრული ლიტერატურა
    • დოკუმენტური პროზა
    • ბიოგრაფიული რომანი
    • საბავშვო ლიტერატურა
    • მსოფლიოს საბავშვო ბესტსელერები
    • სასკოლო სახელმძღვანელოები
      • სპორტი
      • მუსიკა
    • საჩუქარი პეგასისგან
    • თარგმანები
    • ლიტერატურული კონკურსები

    დაგვიკავშირდით

    Copyright © 2016. Pegasus Publishers. All Rights Reserved.