საგნობრივი პროგრამა ფიზიკური აღზრდა - სერია I - IV კლ.
სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლისათვის
ავტორი - ლევან კიკალიშვილი - საბავშვო მოძრავი და სპორტული თამაშების სპეციალისტი, ქართული ხალხური თამაშობების, საბრძოლო ხელოვნებისა და ასპარეზობების მკვლევარი.
სამეცნიერო რედაქტორი - თამარ მანჯავიძე - ექიმი პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
სახელმძღვანელოს ანოტაცია
სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას ფიზიკური აღზრდის იმ აუცილებელი პრინციპების შესახებ, რომელიც უნდა გაითვალისწინოს და პრაქტიკაში გამოიყენოს მასწავალებელმა, I-IV კლასებში, სახელმწიფო სტანდარტის მიზნების მისაღწევად, ბავშვის ფიზიკური აღზრდის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაზიანაბათა პრევენციისთვის:
- მოძრაობითი უნარების და ფიზიკური თვისებების განვითარების თავისებურებები, სწავლების თანმიმდევრობა და რეკომენდებული ვარჯიშები, ასაკთან და სქესთან შესაბამისობაში; დატვირთვის შეფასების ხერხები; განმავითარებელი შეფასების ტესტური ვარჯიშების აღწერილობა (შესბამისი ელ.რესურსებით). ილუსტრირებული მოძრავი თამაშები ყველა კლასისათვის. გაკვეთილების წლიური გეგმა მიზნების ვარჯიშებისა და თამაშების მითითებით. ინტეგრირებული გაკვეთილის ნიმუში, ინფორმაცია პირველადი დახამრებისა და დაზიანებათა პრევენციის შესახებ.
- სახელმძღვანელო მოიცავს დანართებს: გაკვეთილის გეგმის ნიმუში; ფიზიკური თვისებების შეფასების ასაკობრივი ნორმები და კლასის შეფასების ფორმა; ფიზიკური აქტივობის შეფასების კითხვარი; აღჭურვილობის ილუსტრირებული ჩამონათვალი.


