გამომცემლობა "პეგასი"
გამომცემლობა "პეგასი" დაარსდა 2006 წლის 4 ნოემბერს.
მისი საგამომცემლო პრიორიტეტებია:
1. მხატვრული ლიტერატურა
2. საბავშვო ლიტერატურა
3. საყმაწვილო ლიტერატურა
4. დოკუმენტური პროზა
5. შემეცნებითი ლიტერატურა
გამომცემლობა მკითხველს სთავაზობს გამოცემებს სერიების სახით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
1. ილუსტრირებული ბიოგრაფიები
2. საჩუქარი "პეგასისგან" (საბავშვო ლიტერატურა)
3. მსოფლიო საბავშვო ბესტ–სელერები
4. ახალი ლიტერატურა ( თანამედროვე ქართველი ავტორების პროზა და პოეზია)
გამომცემლობა "პეგასი" წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრია. მონაწილეობას იღებს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობებზე და ფესტივალებზე თბილისში, ფრანკფურტში, ბოლონიაში.
გამომცემლობა "პეგასი" წარმატებით მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში.
გამომცემლობა ეწევა ქველმოქმედებას. ეხმარება ონკოლოგიური პათოლოგიით დაავადებულ ბავშვებს.
მისამართი: ქ. თბილისი. ე.მაღალაშვილის ქ. N 5
ტელ: 2320978
ელ–ფოსტა: bookpegasus@gmail.com
საკომუნიკაციო პირი – მარინე ცხადაია,
გამომცემლობა "პეგასის" დირექტორი
ტელ: 597 029 034