ეს არის ერთგვარი ანთოლოგია, რომელიც შეიცავს 170-მდე ჰიმნს, ღვთის სადიდებლებს. მასში წარმოდგენილია ძველეგვიპტური, ინდური, ირანული უძველესი პოეტური ქმნილებანი, ორფიკული საგალობლები, ესეველთა ჰიმნები, ბიზანტიური სასულიერო პოეზიის ნიმუშები, შუა საუკუნეებისა და XIX-XX საუკუნეების უდიდეს შემოქმედთა მიერ შექმნილი სადიდებლები ღვთისა.