• თავფურცელი
  • სიახლეები
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სახელმძღვანელოები
    • სპორტი
    • მუსიკა
  • en

Home / კატალოგი / სხვადასხვა / ეგვიპტური მითები, ლეგენდები და ზღაპრები

ეგვიპტური მითები, ლეგენდები და ზღაპრები

ეგვიპტური მითებისა და ლეგენდების შესახებ – ბერძნულ მითოლოგიასთან შედარებით – ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, როცა ეგვიპტური კულტურა დაცემის პირას იყო, მას მემკვიდრე და გამგრძელებელი აღარ გამოუჩნდა. ძველ ეგვიპტურად უკვე არავინ წერდა და კითხულობდა.

მომდევნო თოთხმეტი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ფრანგი ფილოლოგი ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832) ეგვიპტური იეროგლიფების საიდუმლოს ჩაწვდებოდა, ეგვიპტური კულტურა ევროპელებისთვის სრულიად უცხო და მიუწვდომელი გახლდათ. ხოლო როდესაც ეგვიპტური ტექსტები საბოლოოდ გაშიფრეს და წაიკითხეს, აღმოჩნდა, რომ ამ უძველი ცივილიზაციის მითოლოგია ყველა სხვა ერების ლეგენდებისაგან განსხვავდებოდა, ის აბსოლუტურად თვითმყოფადი იყო.

ეგვიპტური მითოლოგიისთვის არ არის დამახასიათებელი ღმერთების პანთეონის შეთანხმებულად დამუშავებული ისტორია, ან მათი ვიზუალურად გამოსახვის დადგენილი ნორმები. ბევრ ღმერთს ძველი ეგვიპტის ქალაქებში სხვადასხვა სახელით იცნობდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი ქმედება კი, როგორიცაა, ვთქვათ, სამყაროს შექმნა სხვადასხვა ღმერთებს მიეწერებოდა. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ერთი და იგივე ღმერთი როგორც ბოროტი, ისე კეთილი საქმეებით იყო ცნობილი და ხალხიც ერთნაირი მოწიწებით ეთაყვანებოდა მას. ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ძველი ეგვიპტური მითოლოგია ყველა დანარჩენისაგან გამორჩეულია და უაღრესად დამაფიქრებელი.

წიგნში თავმოყრილია ეგვიპტური მითები და ლეგენდები იმ ფორმით, რომლითაც მათ ჩვენამდე მოაღწიეს. ამავე კრებულში შევიტანეთ რამდენიმე შემორჩენილი ზღაპარი, რათა ჩვენს მკითხველს სრული წარმოდგენა შექმნოდა ეგვიპტურ მსოფლმხედველობასა და ზოგადად, ამ უძველესი ცივილიზაციის მეტად საინტერესო ტრადიციებზე.

შემდგენელი – გიორგი კაკაბაძე

Categories: კატალოგი, მსოფლიო ბესტსელერები, სხვადასხვა
  • მხატვრული ლიტერატურა
    • პოეზია
      • სერია “ახალი ლიტერატურა”
    • პროზა
      • სერია “ახალი ლიტერატურა”
  • დოკუმენტური პროზა
    • სერია “ილუსტრირებული ბიოგრაფიები”
  • ბიოგრაფიული რომანი
  • საბავშვო ლიტერატურა
  • მსოფლიოს საბავშვო ბესტსელერები
  • სახელმძღვანელოები
    • სპორტი
    • მუსიკა
  • საჩუქარი პეგასისგან
  • ლიტერატურული კონკურსები
  • თარგმანები
  • სხვადასხვა
  • ფასდაკლების აქციები
  • ავტორები
  • ფოტო ალბომი
  • ვიდეო კოლაჟი
 

შემოგვიერთდით

  • შპს “გამომცემლობა პეგასი”

    მის: ქ. თბილისი, ე.მაღალაშვილის ქ. #5 ტელ: 232 09 78, მობ: 597 029 034 ფოსტა: bookpegasus[at]gmail.com

    კატეგორიები

    • მხატვრული ლიტერატურა
    • დოკუმენტური პროზა
    • ბიოგრაფიული რომანი
    • საბავშვო ლიტერატურა
    • მსოფლიოს საბავშვო ბესტსელერები
    • სასკოლო სახელმძღვანელოები
      • სპორტი
      • მუსიკა
    • საჩუქარი პეგასისგან
    • თარგმანები
    • ლიტერატურული კონკურსები

    დაგვიკავშირდით

    Copyright © 2016. Pegasus Publishers. All Rights Reserved.