კორნელი ბოროზდინის წიგნში “სამეგრელო” ისტორიული მემუარებია, რომლიც პირველად 1934 წელს გამოვიდა, მაგრამ მალევე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა, რადგანაც მისი რედაქტორი ნიკოლო მიწიშვილი რამდენიმე წლის შემდეგ დააპატიმრეს და ეს წიგნიც რეპრესისირებულ გამოცემათა სიაში მოხვდა. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს და ტირაჟის ხელმისაწვდომი ნაწილი გაანადგურეს.
თვითმხილველის მიერ მოყოლილი არაჩვეულებრივი ისტორიული ფაქტები პოეტების მუზის ეკატერინე ჭავჭავაძის, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის, დიმიტრი ყიფიანის, სვანეთის მთავრის კონსტანტინე დადიშქელიანისა და იმ აფორიაქებული ეპოქის სხვა შესანიშნავი მოღვაწეების შესახებ.