6.00 GEL
ქართული ლიტერატურა ძალიან ბევრ საინტერესო მოგონებასა თუ მემუარს იცნობს, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია შალვა მაღლაკელიძის “მოგონებები”. უფრო მეტიც, მოვლენათა მასშტაბებით, ისტორიულ პირთა რაოდენობით და ფაქტების მნიშვნელობით იგი ყველა ამ ჟანრის წიგნს აღემატება. საოცარი გულწრფელობითა და სევდანარევი იუმორით გვიყვება მოხუცი გენერალი საკუთარი ცხოვრების უმძიმესი დღეების შესახებ. ბრძოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შენარჩუნებისათვის, ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და კვლავ საქართველოს გათავისუფლებისათვის გერმანული დროშის ქვეშ ბრძოლები. შესაძლებელია, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც იგი ფიქრობდა, შესაძლებელია, ყველაფერმა წარმატებით ვერ ჩაიარა, მაგრამ ეს გახლდათ ერთი ადამიანის ჯიუტი რწმენა, რომ ოდესმე საქართველო ერთიანი და თავისუფალი ენახა. არანაკლებ საინტერესოა ამ უნიკალური მოგონებების ბედიც. შესაძლებელია, მის შესახებ ვერასდროს ვერაფერი გაგვეგო და ისიც ისტორიის კუთვნილება გამხდარიყო, რომ არა ერთი ადამიანის, მწერალ ვიქტორ რცხილაძის თავგანწირული საქციელი. მან საკუთარი თავისუფლებისა და ახლობელთა უსაფრთხოების რისკის ფასად შალვა მაღლაკელიძის მონათხრობი ძველი “ბაბინებიანი” მაგნიტოფონის ფირებზე ჩაიწერა და კომუნისტურ რეჟიმს დაუმალა ეს, როგორც იტყვიან, სულზე მისწრება იყო, რადგან მოგონებების ჩაწერიდან ერთი წლის შემდეგ გენერალი შალვა მაღლაკელიძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან სულ მოკლე ხანში კი მწერალი და დისიდენტი ვიქტორ რცხილაძე სუკის თანამშრომლებმა დააპატიმრეს…
ISBN:
გვერდები:
ფორმატი:
ყდის ტიპი: